ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდაც“ იუწყება, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მანამდე განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და დასახმარებლად ჩავიდა „ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში, ასევე უკრაინის მაიდანის მოვლენებში“. 31 იანვარს კი, მან გაიმეორა თავისი მრჩევლის, ერიკ კალინიაკის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ლეგიონი“ დაკავშირებულია სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ სამმართველოს სტრუქტურაშია „საერთაშორისო ლეგიონი”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მებრძოლებს აერთიანებს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის და, „რა თქმა უნდა, არ არის ჩართული ჰიბრიდულ ქმედებებში ევროკავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე”. „სწორედ რუსეთი ცდილობს მუდმივად დათესოს შუღლი თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს შორის, ახდენს ევროპელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას, ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, ორგანიზებას უკეთებს ქუჩურ უკანონობას და ევროპის ტერიტორიაზე მკვლელობებითაც კი არის დაკავებული”, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ნახსენები პირი [გვარი და სახელი არ ზუსტდება] „არ არის უკრაინის სამხედრო მოსამსახურე”, „არ აქვს კავშირი უკრაინის დაზვერვასთან” და „არ იღებს არანაირ დავალებებს თუ მითითებებს დაზვერვის მთავარი სამმართველოსგან”. „კონტრაქტი ამ პირმა შეწყვიტა ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში და აღარ გაუგრძელებია”, - წერია განცხადებაში. „უკრაინსკა პრავდა” აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უწყება „ქართული ლეგიონის“ მეთაურზე, მამუკა მამულაშვილზე ლაპარაკობს. „საერთაშორისო ლეგიონის“ შექმნის შესახებ უკრაინამ 2022 წელს გამოაცხადა, მაშ შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე რუსეთი შეიჭრა. უკრაინული წყაროების თანახმად, უცხოელ მებრძოლებს შესაძლებლობა აქვთ, კონტრაქტი გააფორმონ „საერთაშორისო ლეგიონის” მიღმაც, შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთებსა თუ ეროვნულ გვარდიასთან. ასევე ნახეთ „ქართული ლეგიონის“ მეთაური სლოვაკეთის ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფს სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში კალინიაკი აღნიშნავს, რომ განიხილეს „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“. კალინიაკი ირწმუნება, რომ საქართველოსა და სლოვაკეთში საპროტესტო აქცი...