1 თებერვალს, პოლიცია თითქმის ერთდროულად მივიდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ მისამართებზე. მათ შორის არის ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, მის სახლში ჩხრეკა ტარდება. პარალელურად, ტელეწამყვანი და აქტივისტი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილო ღლონტი. სხვა ინფორმაციით, ის გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის პროცესში, ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი 2 თებერვლისთვის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია აქტივისტ ისაკო დევიძის დაკავების შესახებაც. ახლობლების თქმით, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისაკოს სახლიდან წაიღეს თანხა, რომელიც დედის ოპერაციისთვის სესხით აიღეს" და შემდეგ საოპერაციო თანხა, ხალხმა სულ რამდენიმე წუთში შეაგროვა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“. ასევე გვითხრეს, რომ - პროცესი მიმდინარეობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ამ დრომდე, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჩხრეკის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებმა რამდენიმე შეკვრა გაიტანეს და მათ შორის ძველი მობილური ტელეფონებიც წაიღეს, ბინაში შემოვიდა უცნობი პირი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიციის განყოფილებაში იძულებით წაყვანას ცდილობდა. ნენსი ვოლანდი მათ არ გაყვა. ამ დროისთვის სამართალდამცველები ბინის კართან დგანან და გარეთ გასვლის უფლებას არავის აძლევენ. დედამ დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა. მანამდე, ნენსი ვოლანდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. три შოთა თუთბერიძის თქმით, პირი, რომელიც ნენსი ვოლანდის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობდა, დაიმუქრა, რომ წინააღმდეგობის გამო, მათ რაღაც სხვის მოფიქრება მოუწევდათ. შემდეგ, პოლიციამ ნენსი ვოლანდის სახლში მიიტანეს უწყება, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით. 2 თებერვალს აქციაა დაგეგმილი სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან”, აღმაშენებლის ხეივანზე. პროტესტის მონაწილეებს გზის რამდენიმე საათით გადაკეტვა აქვთ დაგ...