ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 2 თებერვალს გაემგზავრება აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად, განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა 1 თებერვალს. ნეთანიაჰუ 4 თებერვალს, თეთრ სახლში, ტრამპთან შესახვედრადაა მიწვეული. ისრაელის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავენ ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას, ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების) ხელში მყოფი მძევლების საკითხს, ასევე დაპირისპირებას ირანსა და მის რეგიონულ მოკავშირეებთან, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ასევე ნახეთ ისრაელმა და ჰამასმა მძევლების და პატიმრების მორიგი გაცვლა დაასრულეს ...