უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო - ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ იყო ავტომობილებისთვის; три საღამოს 6:48 წუთისთვის დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი - ცნობილია რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე, ასევე დიმა ბიძინაშვილი. три იმ დროს როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლს იკავებდნენ. ასევე ნახეთ "თბილისი მოლთან" საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია - აქციაზე დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. ასევე ნახეთ შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით три ...