დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა. ასევე ნახეთ არაოფიციალური ცნობებით, თბილისში აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - სია სისხლის სამართლის წესით არავინ დაუკავებიათ. გუშინ, 2 თებერვალს, დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართა ახალი არჩევნების ჩატარებისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სურდათ. აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების გადაკეტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, შემდეგ კი აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ - ორ თვეზე მეტია, სწორედ ამ ადგილზე იმართება უწყვეტი პროტესტი. აღმაშენებლის გამზირი ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული. პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში ჩანდა, დაკავების დროს როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებზე და აგინებდნენ დემონსტრანტებს. ასევე ნახეთ დაკავებულებიდან ხუთი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი ...