თავდაპირველად რუსული მედიით და ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობა, რომ სადარბაზოში მომხდარი აფეთქების შედეგად სარქისიანი მკვდარია, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ, მათ შორის „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მძიმედ დაჭრილი სარქისიანი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაცვის თანამშრომელი კი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. განახლება: დღის ორი საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა. უკრაინა არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში. სარქისიანი მიჩნეული იყო უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება და 2022 წლის თებერვალში მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრაში. ასევე ნახეთ მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკლულია გენერალი კირილოვი ასევე ნახეთ მედიის ცნობით, მოსკოვში გენერალ კირილოვის ლიკვიდაცია უკრაინის სპეცოპერაცია იყო არმენ სარქისიანი უკრაინის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლიდან იძებნებოდა კიევში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. უკრაინული მედია არმენ სარქისიანს მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო ნაცნობად და ევრომაიდნის მონაწილეებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები გამომძიებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ სარქისიანზე თავდასხმა დაკვეთილი და დეტალურად დაგეგმილი იყო. ასევე ნახეთ “მგრძნობიარე ადამიანია” - რა ვიცით ქალზე, რომელსაც Z-ბლოგერის მკვლელობაში ადანაშაულებენ რა ვიცით ზახარ პრილეპინზე, მასზე თავდამსხმელ(ებ)სა და აფეთქების მოტივებზე? "ერთით ნაკლები მოღალატე" - როგორ და ვინ ასამართლებს რუსეთის მხარდამჭერებს უკრაინაში ...