ინფორმაცია „ციდის“ ბოთლიდან სითხის დალევის გამო ბავშვის ინტოქსიკაციის შესახებ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს იაშვილის სახელობის კლინიკასა და „ბაკურიანის“ მფლობელ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოში“. ორივე წყაროს ცნობით, ინფორმაცია დაზარალებულთა დიდი რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. „მხოლოდ ერთი“ ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, „ბაკურიანი ციდის“ ბოთლიდან სითხის დალევის შედეგად მოხვდა არასრულწლოვანი კლინიკაში, რადიო თავისუფლებას თავდაპირველად დაუდასტურა ამ კლინიკის - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს - სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. კლინიკის თანახმად, ინფორმაცია მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. „მხოლოდ ერთი“, - მოგვწერა ივანე ჩხაიძემ. ამასთან, კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს: „რაც შეეხება იმას, რომ ინტოქსიკაციით არის ბავშვების დიდი რაოდენობა კლინიკაში შემოსული, ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“. როგორ არის არასრულწლოვანი საავადმყოფო არ საუბრობს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ვერ გასცემს მესამე პირზე, - ამაზე მხოლოდ მშობელსა და მეურვეს ესაუბრებიან. განახლება: „იაშვილის კლინიკა“ ფეისბუკზე წერს, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. три ინფორმაცია არასრულწლოვანის ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევის შესახებ დაგვიდასტურეს „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ „მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდოდ წყლით - „ბაკურიანი ციდა“ - ინტოქსიკაციის შესახებ“. „შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები“, - წერს იაშვილის კლინიკა. სხვა ბოთლებში „დარღვევა არ გამოვლენილა“ „ბორჯომის“ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანიას ჰქონდა მყისიერი რეაგირება და იმ მაღაზიაში, სადაც, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, პროდუქტი შეიძინეს, გადამოწმდა ნიმუშები და „დარღვევა არ გამოვლენილა“. როგორც რადიო თავისუფლებას დაუზუსტეს კომპანიაში, განცხადების ეს ნაწილი ეხება მაღაზიაში არსებულ სხვა ბოთლებს და არა უშუალოდ იმას, რომლითაც, სავარაუდოდ, მოხდა ინტოქსიკაცია. „პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს ასევე კომპანია. „ბორჯომის“ მტკიცებით, ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის „სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“. კომპანია ამ ეტაპზე ვერ განმარტავს, როგორ მოხდა ბავშვის ინტოქსიკაცია, მათ შორის - რა ნივთიერებით. три „მოკვლევა“ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც. სააგენტოში აცხადებენ, რომ მ...