განცხადებაში ნათქვამია, რომ თსუ-ის ადმინისტრაცია და ფაკულტეტი არკვევენ დეტალებს, ხოლო რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს. თსუ ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს", - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში. ასევე ნახეთ „თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით რვა ადამიანი დააკავეს - სია „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით რვა ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან: ირაკლი წიგნაძე; კაცი, რომელსაც გასული წლის 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ირაკლი ტაბატაძე; ნიკოლოზ კუტუბიძე; ვასილ ელიავა; ნიკოლოზ ქუმსიშვილი; ალექსანდრე გოგოლაძე; დიმიტრი ბიძინაშვილი ოპოზიციური კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი; გიგი უგულავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი. სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით, მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით). ...