ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს, ღამით YouTube-ზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, დაკარგულად მიჩნეულების და დატყვევებულების რიცხვი კი დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თანახმად, მოკლულია დაახლოებით 350 000 სამხედრო, დაჭრილია 600 000-700 000 და დაკარგულად ითვლება 50 000-70 000. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. უკრაინა და რუსეთი რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას თავიანთი დანაკარგების შესახებ. ასევე ნახეთ დადგენილია უკრაინაში დაღუპული 91 ათასზე მეტი რუსი სამხედროს სახელები 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაღუპულია 43 000 და დაჭრილია 370 000 უკრაინელი სამხედრო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მონაცემები რეალობას არ ასახავდა. რაც შეეხება მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში დაიღუპა 12 456 და დაიჭრა 28 382 მშვიდობიანი მოქალაქე. ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს, რადგან უცნობია ომის მსხვერპლთა რიცხვი უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი. უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას. პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე. ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დისკუსიები კარგად მიმდინარეობს ასევე ნახეთ ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ თანახმა იქნებოდა პუტინთა...