სადავო პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, მისი სახელია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 83-მა წარმომადგენელმა. სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციას არ უნდა აღემატებოდეს. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით ჩართვას გეგმას “ხალხის ძალა“. სავარაუდოდ, კომისიის მუშაობაში ჩაერთვება ასევე კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც “ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და დღეს, 5 თებერვალს, გამოეყო "ქართულ ოცნებას". ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" სამი "ოპოზიციონერი" გამოეყო პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია". „ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე წარადგინა დადგენილების პროექტი. როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა სადავო პარლამენტში, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვისაც კომისიის განხილვაზე დაიბარებენ და არ ითანამშრომლებენ კომისიასთან. ასევე ნახეთ „ოცნება“ ქმნის კომისიას, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომთან მიმართებით „რეჟიმის დანაშაულს“ "არსებობს კონკრეტული მუხლები - 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლისსამარ...