თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აქტივისტი ისაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თქვეს, რომ ისაკო დევიძემ გაქცევა სცადა იმ დროს, როდესაც პოლიციას მისი სახლი უნდა გაეჩხრიკა. უფრო კონკრეტულად, ის გაიქცა თავისი სახლის სადარბაზოდან 20-30 მეტრის მოშორებით მას შემდეგ, რაც მანქანიდან გადმოვიდა. ისაკო დევიძე პოლიციამ სახლიდან მოშორებით, ქუჩაში დააკავა. აჩვენა პირადი და სახლის ჩხრეკის ოქმები. პირადი ჩხრეკა პოლიციის მანქანაში ჩატარდა, მეორე ეტაპი სახლი უნდა ყოფილიყო. „როცა ქუჩაში გადავადგილდებოდი, სახლიდან მოშორებით ორი ტიპი მოვიდა ჩემთან და ქუჩურად წამიყვანა მანქანისკენ. მეთქი, ვინ ხართ? ქუჩაში ვარ და ვიღაც ჩხუბს მიწყებს-მეთქი, ვიფიქრე. მანქანას რომ მივუახლოვდით, პოლიციის მანქანა არ იყო, დაზიანებული ჩანდა, გამიჩნდა ინსტინქტი, რომ მიტაცებენ. როცა მანქანასთან ძალით მიმიყვანეს, მაშინ მითხრეს, რომ სამართალდამცველები არიან. მე მათთან ერთად ჩავჯექი მანქანაში, არ ვეწინააღმდეგები, მანქანაში გაირკვა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩემი ჩხრეკა. მანქანაში ჩხრეკა რთული და უხერხულია. რამდენიმე ადამიანი ზის ჩემს გარდა. მაინც ჩატარდა ჩხრეკა მანქანაში“, - თქვა ისაკო დევიძემ სასამართლო სხდომაზე. ამის შემდეგ ისაკო დევიძე პოლიციამ სახლისკენ წაიყვანა, რათა სხდომაზე გამოკითხული დეტექტივების განმარტებით, ჩხრეკის ღონისძიების მეორე ეტაპი დაესრულებინათ. ერთ-ერთმა გამომძიებელმა, თორნიკე გოგოლაძემ, თქვა, რომ "სახლი, რომელიც უნდა გაეჩხრიკათ, განჩინებაში ეწერა, რომ ისაკო დევიძის საკუთრება არ იყო და ნაქირავები ჰქონდათ“. ისაკო დევიძე უარყოფს, რომ გაქცევა სცადა. მან სასამართლოზე თქვა, რომ სახლში არავინ იყო, ამიტომ კორპუსის მიმდებარედ ეზოში უნდოდა ნეიტრალური პირის პოვნა, რომელიც ჩხრეკის ოპერაციას გადაიღებდა, რადგან „არ ენდობოდა მასთან მისულ სამართალდამცველებს”. „ვუთხარი, წინასწარ გეთქვათ, ასე ბანდიტურად ქუჩაში თავდასხმები არ იყო საჭირო-მეთქი. მთელი სადარბაზო გადავსებულია პოლიციით, თითქოს ბინ ლადენი ვიყო. იმ პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ვცხოვრობთ, იმის გათვალისწინებით, რაც სპეცრაზმელებმა ჩემს მეგობრებს დამართეს, ნორმალური არაფერი მიფიქრია. ვიფიქრე, რომ ადამიანის გატაცების მორიგი მცდელობაა. ამის გარკვევაში ვარ და როცა პოლიციელი გადამიდგა, რას მივხვდი, იცით? რომ ჩერდები, მაშინ დამიწყეს ცემა და ძალადობა. მთავარი სამმართველოს ყველა თანამშრომელი არის მოძალადე და დამნაშავე და ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს”, - თქვა ისაკო დევიძემ. შსს-ს იურისტები ამტკიცებენ, რომ ისაკო დევიძემ გაქცევით სცადა ჩხრეკისთვის თავის არიდება და ასევე შეურაცხყოფაც მიაყე...