"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც 2025 წლის 8 თებერვლიდან 9 მაისამდე ახანგრძლივებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს. მანამდე ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერს მორგანთან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წელს არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ბრძოლა შეწყდებოდა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები შეიქმნებოდა, რაც რუსეთს არ მისცემდა აგრესიის განახლების შესაძლებლობას. გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა მიაჩნია. ასევე ნახეთ პუტინის თქმით, ის მზად არ არის ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის ასევე ნახეთ კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ...