გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "საგანგაშოდ" აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. მარტა კოსი წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, - წერს მარტა კოსი. три „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი აგრძელებს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებების მიღებას და კვლავ დაჩქარებული წესით ამკაცრებს შემზღუდავ ნორმებს. ასევე ნახეთ „სპონტანური აქციის“ წინასწარ შეთანხმება, ორმაგი ჯარიმები - რას მოიცავს შემზღუდავი ცვლილებები კვირას, 2 თებერვალს, თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გზის ნაწილობრივ გადაკეტვის მომდევნო დღეს, 3 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ცვლილებები წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. ცვლილებები ინიციირებულია ერთდროულად რვა კანონში. ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება: შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს; სისხლის სამართლის კოდექსს. ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია. გუშინ, 5 თებერვალს კი, „ქართული ოცნებამ“ დააანონსა მორიგი შემზღუდავი კანონები, რომელთა ძირითადი ადრესატები ამჯერად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ახალ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხად, - მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნების ფონზე, - დასავლურმა ქვეყნებმა სანქციების პოლიტიკა დაიწყეს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია და მოგვიანებით - დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი; საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მუშაობენ სანქციებზე კონსენსუსის მისაღწევად. საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, გერმანიამ და ჩეხეთმა. პერსონალური სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც. აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები, სხვებთან ერთად, დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. ...