„ბუნშუნი“ ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონამდე იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3,6 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა. სტატია იწყება ცნობით, რომ გამოცემამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი იაპონიაში, ტოკიოში ცხოვრობს. სტატიაში ასევე წერია, რომ უტა ივანიშვილმა მამის აშშ-ის მიერ სანქცირებიდან რამდენიმე დღეში იაპონიიდან საქართველოში დააფუძნა ახალი კომპანია „ატუ ჰოლდინგი“. ასევე ნახეთ მამის სანქცირებიდან ოთხ დღეში უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში ახალი ფირმა დაარეგისტრირა გამოცემის თანახმად, „ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა“, რომ უტა ივანიშვილი „საიდუმლო შეხვედრებს“ მართავს იაპონიაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ ლეჟავასთან. გამოცემა წერს, რომ მისმა რეპორტიორმა 24 იანვარს შენიშნა თეიმურაზ ლეჟავა და უტა ივანიშვილი ტოკიოში, შინჯუკუს რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემის თანახმად, მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლეჟავამ ივანიშვილს ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“. გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია.три გამოცემა სტატიაში ახსენებს ქართულ კერძს, შქმერულს, - წერს, რომ იაპონიაში საქართველო ტრადიციული სამზარეულოთი - მათ შორის შქმერულით - არის ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში პრორუსი დიქტატორის გამო ექცევა. ლეჟავამ 6 თებერვალს X-ზე შქმერულის ვიდეოც გააზიარა. три იაპონური მედიის ჟურნალისტური გამოძიება ქართულ ენაზე თავდაპირველად „სტუდია მონიტორმა“ გამოაქვეყნა. 2024 წლის 5 დეკემბერს ელჩი ლეჟავა ამბობდა, რომ „საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგება“. ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა გამოცხადებული, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს - რასაც მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა, რომელიც 71-ე დღეა, გრძელდება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების ნაწილი საქართველოში გადმოიტანა. ივანიშვილს აშშ-მა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა, მისმა ოჯახმა კი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გადმოტანისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს დაიწყო. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „...