ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს თავის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას იხსენებს და წერს, რომ პირადი ჩხრეკისას ქალმა პოლიციელებმა მას ტანსაცმლის სრულად გახდა მოსთხოვეს. აქტივისტი წერს, რომ ეს იყო "პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა". "პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის", - წერს იგი. ნენსი ვოლანდის თქმით, პოლიციელებმა მისი სახლიდან წაიღეს ბაბუის ნაქონი ფირის კამერა, ასევე ამოიღეს სახლის სათვალთვალო კამერაც, რომელიც, მისივე თქმით, "პირად კადრებს შეიცავს". "სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად. წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს. [...] მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი რომელზეც ვმუშაობდი. საბენიეროდ, სასწაული ადამიანები მყავს გარშემო და მადლობა რომ ამ ასპექტში ჩემზე იზრუნებთ, ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ, შეიძლება არამატერიალურად, მაგრამ აუცილებლად", - ჰყვება ის. აქტივისტის თქმით, გეგმავს ცოტა ხნით პროცესებს მოსწყდეს და დაისვენოს. "ეს იმისთვის რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს ვინმეს რომ გავჩერდები, უბრალოდ სადღაც ვხვდები, რომ უკვე იმაზე მეტ პასუხიმსგებლობას მაკისრებს ბევრი ადამიანი, ვიდრე შემიძლია და დარწმუნებული ვარ რომ ვერ გავუმართლებ მოლოდინებს". три ნენსი ვოლანდის ამბავს გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც დაწერა, რომ ჩხრეკისას გაშიშვლების თემა ომბუდსმენის ანგარიშებშიც ასახულა. ლომჯარია მოქალაქეებს მიმართავს, რომ არავის აქვს უფლება, მათ გაშიშვლება მოსთხოვოს. მისივე შეფასებით, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. "უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი...