„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში“, - წერს პარტია 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. „ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც“, - აცხადებს პარტია. три „ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“. იაპონური მედიის ცნობით, უტა ივანიშვილს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედია, დაგეხმარება“. იაპონურმა საგამოძიებო მედია „ბუნშუნმა“ (Shūkan Bunshun) 6 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქმედი ელჩი იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ტოკიოში შეხვდა მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს, - და შავი ჩემოდანი გადასცა სიტყვებით: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“. „ბუნშუნი“ ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონამდე იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3,6 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა. გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია. ასევე ნახეთ „აქ არ გახსნა“ - უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა - იაპონური მედია ...