საქმეში სამი ადამიანია დაზარებულად ცნობილი. პროკურატურამ 7 თებერვალს მოსამართლის წინაშე დასაკითხად ერთი მათგანი, მოწმე-პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი წარადგინა. ვინ არის მათე დევიძე მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს - არჩევნების შედეგების - რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია. მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია. ასევე ნახეთ მოსამართლეები, ვინც მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები უნდა განიხილონ, დეკემბერში დანიშნეს - რა ვიცით მათზე? ჟამერაშვილმა დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ მათე დევიძემ მას და სხვა პოლიციელს ჯოხი დაარტყა. მან სასამართლოს წარუდგინა თავისი ვერსია, თუ რა მოხდა 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მათე დევიძე დააკავეს. „მივდიოდი ნიკა მელიას მიმართულებით. დავინახე, რომ მოიქნია ჯოხი და მოხვდა [პოლიციელ] გიორგი ესტატიშვილს, კიდევ მოიქნია ეს ჯოხი და გადამარტყა მხრის და ბეჭის არეში. მოვუწოდე, რომ დაგვეკავებინა და დავაკავეთ“, - თქვა მან. три მას დაკავებულის ადვოკატმა ჰკითხა, უნდა დაისაჯოს თუ არა მათე დევიძე? პოლიციელმა ამ კითხვას არ უპასუხა. პროკურორმა ადვოკატის ეს კითხვა გაასაჩივრა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც დაეთანხმა - მათი თქმით, ეს შეფასებითი კითხვა იყო. მათე დევიძე სასამართლოში, ერთ-ერთ სხდომაზე „ტკივილები მქონდა“ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს კითხვები დაუსვა: - „რა შემხებლობაში იყავით მათე დევიძესთან?“ - „ორ მეტრამდე დისტანცია იყო [ჩვენ შორის], შემხებლობა არ მქონია. აქცენტი იყო მელიაზე, დისკუსიაში იყო შესული მასთან პოლიციელი. [დევიძე] ამ დროს გამოიქცა ჩემკენ და გადამარტყა ჯოხი. ჯოხი გატყდა. შემდეგ გაიქცა. ვიზუალურად აღმენიშნებოდა სიწითლე და ტკივილები მქონდა. კოდელაშვილი არ დამინახავს, მერე აღმოჩნდა, რომ კოდელაშვილსაც მოხვდა“, - თქვა პოლიციელმა. - „როცა დაინახეთ, რომ ესტატიშვილს დაარტყა ჯოხი, ამის მერე წახვედით მისკენ?“ - „კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნიკა მელიასკენ მივდიოდით, მასთან შემხებლობა არ მქონია. პირადად ვკითხე განყოფილებაში, რატომ დამარტყი-მეთქი და შემეშინდაო, მიპასუხა... კადრები ვნახე, ჯოხის მოქნევა ჩანს, მივდივარ ამ დროს მათესკენ და მაგ დროს იქნევს ჯოხს. მომხვდა ზურგისა და ბეჭის არეში, შემდეგ მივდევთ და ვცდილობთ მის დაკავებას… საპატრულო პოლიციის ფორმა მეცვა." - „სამედიცინო შემოწმება როდ...