მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - თქვა მან სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას. ქადაგიძის სიტყვა სხდომაზე გიორგი ქადაგიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და ილაპარაკა იმაზე, რატომ სურს საქართველოს დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრად ხილვა. მათ შორის, ხაზი გაუსვა სამართლიან სასამართლოს: „იმიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, რომ ამერიკის ვიზა არ იყოს აღქმული დღესასწაულად, რომ [ვიზის მიღების შემდეგ] ადამიანს შეეძლოს გაქცევა; იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ყველა ოჯახში არ იყოს ემიგრანტი. ამისთვის მთავარი კი არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“. три „ამ პროტესტის ერთ-ერთი სლოგანი არის „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“. No Justice No peace. სამართლიანობა არის მშვიდობის პრერეკვიზიტი. თუ ადამიანმა ვერ იპოვა სამართალი, გაიმარჯვებს ავტოკრატია და არ იქნება მშვიდობა, რაოდენ რეპრესიული პოლიტიკაც არ უნდა გატარდეს“, - განაცხადა მან. „მინდა, ამ ქვეყანაში მოსამართლეს დარბაზში ვერავინ გაუბედოს ცრუ მოწმეების მოყვანა და ისეთი ჩვენებების მიცემა, რაც აქ ვიხილეთ“, - თქვა ქადაგიძემ. „მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სინდისის სასამართლოს წინაშე მე მართალი ვარ, ისე როგორც ყველა სხვა, 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც სინდისისთვის, თავისი სიმართლისთვის იხდის სასჯელს“, - განაცხადა მან. რა თქვეს სასამართლოზე გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, სანაპიროზე, "თბილისი მოლიდან" რუსთაველისკენ მსვლელობაზე დააკავეს. მსვლელობას „თბილისი მოლიდან“ მთელ გზაზე პოლიციელთა მრავალრიცხოვანი ჯაჭვი მიჰყვებოდა. „მსვლელობის მონაწილეებს გამოეყოთ ზოლი, სადაც უნდა ემოძრავათ და ამ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას გიორგი (ქადაგიძე). ისინი გაცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს და დაიწყეს შეურაცხყოფა. ჩვენს კადრებში ჩანს, როგორ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და რა უწმაწური სიტყვებით იგინებიან”, - თქვა სასამართლოზე შსს-ის იურისტმა. გიორგი ქადაგიძის ადვოკატები სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ საქმეში არათუ მტკიცებულებები არაა, ის ქმედებაც კი არ იყო, რასაც ედავებოდნენ. იგივე თქვა გიორგი ქადაგიძემაც. „არცერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ, ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული, ცინიზმის ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი“, - განაცხადა ქადაგიძემ. მან თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მოწოდება არაფერზე ყოფილა, რადგან არც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდგარა და არც უწმაწური სიტყვები არ გამოუყენ...