ის გამოყოფს გამოცემების, „ბათუმელებისა“და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას და აცხადებს: „ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი ასეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს. მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს კაია კალასი. ასევე ნახეთ მზია ამაღლობელი ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მისი განცხადებით, „ნდობისა და დიალოგის აღდგენის არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს“. „ეუთო/ODIHR-ის ანგარიშის რეკომენდაციები ბოლო არჩევნების შესახებ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ“, - აცხადებს იგი. უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება „კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს“ და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ცვლილებებს ეხმაურება: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვან, ხანგრძლივ გავლენას მოახდენს. ეს მნიშვნელოვნად შელახავს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, შეკრების თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას“. „ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სერიოზულ მარცხს წარმოადგენს და არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ნებისმიერ მოლოდინს“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდა. დემონსტრაციების 72-ე დღე და 50-ზე მეტი დაკავებული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 72-ე დღეა, ყოველდღე ტარდება. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად. ამ 72 დღის განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა: დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან. აქციები არ...