კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა "დასაფიქრებელია, არ არის მარტივი". მისივე სიტყვებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს უფრო მძიმე იყო და კლინიკის ექიმებმა მისი დასტაბილურება შეძლეს. "როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, იყო კიდევ უფრო მძიმე სავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა და ფაქტობრივად, ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი კოლეგების დამსახურებაა, იმ კლინიკის, რომლებიც ადეკვატურად, დროულად და კარგად მკურნალობენ", - ამბობს ექიმი და აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობასაც აქვს საზღვარი. "ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ ეს მოხმარება გარედან, რაც ადეკვატურია, აღარ იქნება საკმარისი. ანუ ადამიანი არ არის ისეთი მარტივი მექანიზმი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და შემდეგ იმან იმუშავოს. კი, შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, ის ვეღარ დავიჭიროთ. ძვრები ბევრნაირი, გულში, საჭმლის მომნელებენ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში, ყველა სისტემაში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდე სთანდათან", - ამბობს ექიმი. მისივე განცხადებით, კოლეგები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუკი მზია ამაღლობელი შიმშილობას გააგრძელებს, ის უნდა დარჩეს კლინიკაში სამკურნალოდ. "პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ იგი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში. ოღონდ იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა, შემდეგ, თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ", - თქვა მან. ექიმმა, ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კერძოს მისი თქმით, მას აქვს ძლიერი სისუსტე, თუმცა შეუძლია ნელი ტემპით გადაადგილება. "საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ ძირითადი სასიცოცხლო ცვლილებები ჯერჯერობით დაწყებული არაა. მეტყველებს ჩვეულებრივად, სვენებ-სვენებით. მზია საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ქალია და ალბათ, უფრო ცოცხალი მეტყველება ექნებოდა ადრე, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულის უკმარისობა, ფილტვის უკმარისობა, ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომ რაღაც უკმარისობაზე იყოს ეჭვი, ჯერჯერობით დაწყევული არაა. ამის მზა რეცეპტი ნამდვ...