"ივანიშვილის რეჟიმის ყველა ტყვე და პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლესა და პროკურორს, რომელიც ამ სასტიკ რეპრესიაში ჩართულია, სანქციები უნდა დაუწესდეს!", - დაწერა თავის X-ის გვერდზე ამერიკელმა კონგრესმენმა. три მის პოსტს თანდართული აქვს სამი სია. პირველი, სათაურით "ქართული ოცნების ტყვეები", მოიცავს 52 ადამიანს, რომელთაც ჯო უილსონი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს. სხვებთან ერთად, სიაში არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი. დანარჩენი ორი სია მოიცავს "მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ამ ადამიანების საქმეებში არიან ჩართულნი, არღვევენ რა ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას ივანიშვილის უკანონო ბრძანებების შესრულებით". ამ სიებში შედიან 19 ქართველი მოსამართლე და 18 პროკურორი. "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია!" - წერს კონგრესმენი უილსონი პოსტის ბოლოს. ...