ყრილობას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა, აკადემიკოსები, ხელოვანები, აქტივისტები - ასევე რიგითი მოქალაქეები და პროტესტის მონაწილეები. ერთსაათიანი გამოსვლების განმავლობაში დამფუძნებლებმა ასამბლეის ქარტიის, მიზნებისა და სტრუქტურის შესახებ წაიკითხეს, საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს და ასამბლეის დაფუძნება ხელის აწევით დაადასტურეს. როგორ დავიბრუნოთ ქვეყანა მშვიდობიანად და რა იქნება შემდეგ?.. - ეს ორი კითხვაა, რომლებსაც საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეა სვამს და მიზნად ისახავს, მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობით მოძებნოს პასუხები.три "ეს სიტყვა პირადად ჩემი იყო, აქ გზაში დავწერე და ვეცადე, საერთო სათქმელი ყოფილიყო. [..] როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ დაგყოს, პასუხია გაერთიანება. იმედი მაქვს, რომ კეთილსინდისიერ ძალისხმევას აუცილებლად შედეგი მოჰყვება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც ბევრი ადამიანია, გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ კარგადაა გამოკვეთილი საკითხები, რაზეც საზოგადოებამ უნდა იმუშაოს საერთო ძალისხმევით..." ესმა გუმბერიძე, შშმ თემის პირობითი წარმომადგენელი ყრილობაზე ყრილობას ესწრებოდა შშმ თემის დროებითი წარმომადგენელი, აქტივისტი ესმა გუმბერიძე; ის ამბობს, რომ ჯგუფის შიგნით არჩევნები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ასამბლეაში მონაწილეობს, რადგან ეს მისთვის პროტესტის ახალი სივრცეა, და სამომავლოდ, კონტროლის მექანიზმი. “რომ შეიცვლება [ხელისუფლება], მუდმივად საჭირო იქნება ხელისუფლებაზე კონტროლი, მოთხოვნების წამოყენება და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება ასამბლეის როლი. ეს აქტივიზმი უნდა გასცდეს არასამთავრობო სექტორს”. სამომავლო გეგმები საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა შეკრებილებმა ჰიმნით დაასრულეს, შემდეგ წარმომადგენლობითი ჯგუფების წევრებმა ხელიც მოაწერეს მემორანდუმს. ყრილობა ერთ კვირაში ისევ გაიმართება, შეთანხმდება რეგლამენტზე და წამოაყენებს სამსჯელო საკითხებს, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში სამი სამუშაო შეხვედრისას უნდა შეათანხმოს. წარმომადგენლებმა მანიფესტს ხელი მოაწერეს დღევანდელი შეკრება დამფუძნებლებმა შემოწირულებებით დააფინანსეს. დავით კიზირია, რომელმაც თანხის შეგროვების კამპანია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გააზიარა, ამბობს, რომ შემოწირულების ზედა ზღვარი 50 ლარი იყო და სულ 5000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჯერჯერობით ასამბლეა თვითდაფინანსებით აპირებს საქმიანობას - მოხალისეობრივად გაკეთდა მისი ვებსაიტიც. პაატა ციკოლია, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა და ასამბლეის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ გეგმავს საზოგადოებრივი ფონდის საკითხის დაყენებას. პაატა ციკოლია ასამბლეის მანიფესტს კითხულობს “ვართ რამდენიმე ასეული ათასი და შეგვიძლია ყოველთვიურად შევინახოთ ფონდი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცე...