8-დან 9 თებერვლის ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით გაუშვა 150-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა. ზიანი მიადგა კიევის, სუმის, ვოლინსკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებს. მსხვერპლის, დაჭრილებისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ მონაცემები დაზუსტების პროცესშია. უკრაინის არმიის განცხადებით, 74 დრონი "ლოკაციურად დაიკარგა", ანუ რადარებიდან გაქრა და ჩამოვარდა ზიანის გამოწვევის გარეშე. კიევის ოლქის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე დრონი. ასევე ნახეთ უკრაინის არმიის განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყანაში რუსეთის 140-მდე დრონით განხორციელდა თავდასხმები ...