ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა საცხოვრებელ რაიონში მდებარე ავტოსადგომს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიწვა 6 და დაზიანდა 15 ავტომანქანა. აფეთქების ტალღამ დააზიანა 5 სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას. განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 83 უპილოტო საფრები აპარატით. სარდლობის თანახმად, უკრაინის ძლებმა ჩამოაგდეს 61 დრონი, 22 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“. ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით შეტევა იყო რაიონებზე, სადაც ავიაბაზა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა დონეცკის ოლქის ქალაქების, კონსტანტინოვკისა და კრამატორსკის საცხოვრებელ რაიონებზე ავიადარტყმის შესახებ იუწყება დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. ოლქის პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 12 ადამიანი. დაზიანდა 26 კერძო და მრავალბინიანი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი. ...