ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ტელეკომპანია CBS News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენცია 14 თებერვალს იწყება. ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელ შეხვედრაზე გასულ კვირაში წერდა გამოცემა New York Post-იც. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეი დი ვენსს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. რამდენიმე დღის წინ, სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა. ასევე ნახეთ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა 7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში ვაშინგტონში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებამდე გაიმართოს. ასევე ნახეთ უკრაინას ამერიკული იარაღი სჭირდება. ტრამპს სანაცვლოდ იშვიათი მინერალები სურს ...