კომისიაში სულ რვა ადამიანი იმუშავებს. მასში იმუშავებენ: „ქართული ოცნებიდან“: თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია; ოპოზიციის კვოტას აითვისებს „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია). ამ ორივე პარტიის წევრები „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გამოეყვნენ - ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, კითხვები აქვთ პარტნიორ ქვეყნებსაც. ხალხმრავალ აქციებზე ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ დემონსტრანტები. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას 5 თებერვალს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა. კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მან აღნშნა, რომ კომისია შეისწავლის: საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს; ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს; კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას; 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“; მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“. ასევე ნახეთ „ოცნება“ ქმნის კომისიას, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომთან მიმართებით „რეჟიმის დანაშაულს“ 2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა... ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომზე „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს მოგვიანებით, 2024 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვე...