უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთის საწარმო, რომელსაც დღეს, 11 თებერვალს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ქარხანა, რომელიც ბენზინს, დიზელის საწვავსა და მაზუთს აწარმოებს, ჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიზანში მოხვედრას და ობიექტზე ხანძრის გაჩენას ადასტურებს, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა. ასევე ნახეთ რუსეთში ადასტურებენ დრონებით შეტევას სარატოვის „სამრეწველო საწარმოზე“ რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დილის 7 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ სარატოვში „ლიკვიდირებულია“ უპილოტო საფრენი აპარატები და დაზიანებულია „სამრეწველო საწარმო". გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერდნენ, რომ დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა სარატოვის ოლქში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 18 უკრაინული დრონი. ასევე ნახეთ უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 2025 წლის იანვარში დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს და ნავთობის საცავს. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს. ასევე ნახეთ რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე ...