ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ "საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს". ის საუბრობს ასევე პროდასავლურ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების აუცილებლობაზეც. "შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს, დაწყებული ბევრი მიღებული კანონით, რომლებიც აშკარად ზღუდავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს და ბოლოს ის, თუ როგორ უპასუხა საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ მშვიდობიან დემონსტრაციებს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და საყოველთაო ვალდებულებებს", - თქვა მან ბრიუსელში რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად. შეკითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ამაზე ევროკავშირს, მან უპასუხა, რომ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პასუხი ნათელი და გულახდილი იყო. „იცით, რომ არის სხვადასხვა ზომები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებმა გამოიყენეს ევროკავშირის პოზიციის გამოსახატად, სანქციების და ა.შ. ჩათვლით“. ასევე ნახეთ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი - კაია კალასი რაც შეეხება მის დამოკიდებულებას პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნისადმი, რაც სულ უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის სტრუქტურებიდან, სკუგი ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ ისინი, ვინც ახლა პატიმრობაში არ უნდა იყვნენ. „ეს კარგი ნაბიჯია, რასაც, როგორც წესი, წამოვწევთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი ვითარება წარმოიშობა, როცა ხელისუფლება გადაამეტებს [უფლებამოსილებას] და არ შეიძლება ადამიანების დაპატიმრება თავიანთი გამოხატვის თავისუფლებისთვის. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია - გათავისუფლდნენ ისინი, ვინც ციხეში არ უნდა იყვნენ“. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თებერვლის დასაწყისში "საგანგაშო" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. ასევე ნახეთ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“. ასევე ნახეთ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივი...