"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნინო წილოსანი სპეცრაზმელის მხრიდან გურამ როგავაზე თავდასხმას "სამწუხარო ინციდენტს", დაზარალებულ ჟურნალისტს კი "არასწორ ადამიანს" უწოდებს. თავდასხმის შესახებ გურამ როგავამ ნინო წილოსანს პარლამენტის შენობაში დაუსვა კითხვები. "სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა", - თქვა წილოსანმა. ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა: "ინციდენტი იყო ეს? დაზუსტება მინდა", - რაზეც წილოსანი ისევ უპასუხა: "კი, რამდენიმე ადამიანის შეცდომამ იმ ბევრ პოლიციელებში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები დღეს იდგეთ და რაღაც კითხვებს გვისვამდეთ". ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტ გურამ როგავაზე სპეცრაზმელმა 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს იძალადა. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. три ძალადობის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალა ჰქონდა მოტეხილი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო. საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ასევე ნახეთ "18 დღე გავიდა, ჯერ არავინ გამოუკითხავთ" - გურამ როგავა დაზარალებულად ცნეს ...