ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიასთან კოორდინაციით სანქციები აამოქმედა რუსული ინტერნეტ-ჰოსტინგის, Zservers-ის წინააღმდეგ. ჰოსტინგი სერვერზე ინფორმაციის განთავსებისთვის რესურესების მიმწოდებელი მომსახურებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Zservers-ი უზრუნველყოფდა გამომძალველთა ინტერნეტ-პროგრამის, LockBit-ის მხარდაჭერას და კიბერდამნაშავეებს აძლევდა წვდომას სპეციალიზებულ სერვერებსა და სხვა კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე. სანქცირებული არიან Zservers-ის ადმინისტრატორები ალექსანდრ მიშინი და ალექსანდრ ბოლშაკოვი. კიბერდამნაშავეთა დაჯგუფება LockBit-ი, რომლის მხარდაჭერაში Zservers-ს ადანაშაულებენ, ცნობილი გახდა 2021 წელს. დაჯგუფების ჰაკერები ანალოგიური სახელის მქონე ინტერნეტ-პროგრამით ბლოკავდნენ სხვადასხვა კომპანიის კომპიუტერულ სისტემებს და ბლოკის მოსახსნელად თანხებს ითხოვდნენ. ჰაკერების მიერ დაზარალებულთა შორის იყვნენ ბანკები, ბრიტანეთის ფოსტა და კომპანია „ბოინგი“. ასევე ნახეთ აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ჰაკერს და მის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს 2024 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი. შეერთებულ შტატებს 10 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას. ...