2024 წელს რუსეთის ფედერალურმა უწყება "როსფინმონიტორინგმა" 3165 ფიზიკური პირი დაამატა "ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა" სიას. რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს მოჰყავს დეპარტამენტის ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმად, ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 2023 წელს, როდესაც სააგენტომ "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიაში 1700-ზე მეტი ადამიანი შეიყვანა. სიაში 2024 წელს შეყვანილი 3 000 პირიდან, 2 000-ზე მეტი პირი ასოცირდება "ტერორიზმთან", ხოლო დაახლოებით 900-ზე მეტი - "ექსტრემიზმთან"." ადრე ცნობილი გახდა, რომ სიაში შემავალ 160-ზე მეტ ადამიანს ეკრძალება მედიასთან თანამშრომლობა, ინტერნეტში მასალების გამოქვეყნება, საზოგადოებრივი ქმედებების ორგანიზება, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და ფინანსური მომსახურებით სარგებლობა. ამ სიაში შედიან, მათ შორის, ომის საწინააღმდეგო საქმიანობაში ბრალდებული ჟურნალისტები, მწერლები, უფლებადამცველები, მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები. სიაში არიან ბორის აკუნინი, ტატიანა ლაზარევა, ევგენია ბერკოვიჩი, არტურ სმოლიანინოვი და სხვები. ასევე ნახეთ პეტერბურგის ბიბლიოთეკებში ბორის აკუნინის წიგნებს აღარ გასცემენ ასევე ნახეთ ბორის აკუნინი ქართველებს: პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას ...