სარეაბილიტაციო სამუშაოების 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწო, კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო ყოფილა იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც სადგური უნდა განახლებულიყო. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს წერს, განახლებული პროექტისთვის ახალი დასკვნის მომზადება გახდა საჭირო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პროექტის შესახებ დასკვნა 2024 წლის 29 აგვისტოს მოამზადა, თუმცა მისი შინაარსი შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. „დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა თაღოვანი რკინა-ბეტონის მუდმივი სამაგრის არასაკმარისი შესწავლა... შეჩერებული რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების განახლება შესაძლებელი გახდება მხოლოდ განახლებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი საექსპერტო შეფასების მიღების შემდეგ“, - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში. ახალი ექსპერტული დასკვნის მომზადებაც სამხარაულის ბიუროს დაუკვეთეს, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას ბიურომ 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ მათ მხოლოდ ნაწილის მოზმადება შეეძლოთ, რადგან: „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოაწყობილობების არქონის გამო“. „აღდგენითი ღონისძიებების დეტალური პროექტის მომზადებას ესაჭიროება სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რაც განსაკუთრებით მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის ნაწილში საქართველოში არსებულ საექსპერტო-კვლევით ორგანიზაციებს ან არ აქვს ან ირიდებენ თავს შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებისგან ობიექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით... ჩასატარებელი მომსახურების კომპლექსურობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაც კი ვერ განხორციელდა საჭირო კვლევების ჩატარება და აღდგენითი ღონისძიებების პროექტის მომზადება“, - მიწერა სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს. სააგენტომ კომპანიას უფლება მისცა კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარების კვლევაში 382 065 ლარი დახარჯოს. კვლევა ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა ჩატარდეს. რომელ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებისთვის უცნობია - თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ასევე ნახეთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დაწყებიდან ორი წელი გავიდა შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვ...