უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იყო „სასიამოვნო,“ რომ სანამ მასთან ისაუბრებდა, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა. ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურდა, ორივე პრეზიდენტთან ერთდროულად ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ზელენსკის თანახმად, მან იცის, რომ ტრამპისთვის უკრაინა პრიორიტეტია, მაგრამ მაინც გაუგებარია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჯერ პუტინს დაურეკა, რადგან ადრე მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ „სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთად ესაუბრა“. ზელენსკიმ თქვა, რომ სურდა ვაშინგტონთან პოზიციის შეთანხმება, რათა „შეაჩერონ პუტინი,“ სანამ მოსკოვთან მოილაპარაკებდა. ეს ზელენსკიმ მას მერე განაცხადა, რაც დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინთან და თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკება უკრაინის შესახებ. ასევე ნახეთ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პუტინს და ზელენსკის ამ კვირაში ზელენსკი და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები კიევსა და ბრიუსელში, ასევე მიუნხენში გამართავენ შეხვედრებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია უკრაინა-აშშ-ის შეხვედრები, თქვა მან. და მხოლოდ ასეთი შეხვედრების შემდეგ, მას მერე, რაც შემუშავდება პუტინის შეჩერების გეგმა, ვფიქრობ, მართებული იქნება რუსებთან საუბარი“, - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე ნახეთ ევროპა აფრთხილებს ტრამპს უკრაინაზე მის "ზურგს უკან" შეთანხმების შესახებ ასევე ნახეთ „არ გაჩერდება, სანამ არ დამარცხდება” - გაბრიელიუს ლანდსბერგისი პუტინზე, ტრამპზე, უკრაინაზე, საქართველოზე ...