შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია: 1176 ერთეული IP კამერა; 180 კამერა, რომლებსაც ავტომობილების ნომრების ამოცნობა შეუძლია. ამ ჩამონათვალში არ შედის ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 194 IP კამერა. ამ ტენდერში გამარჯვებულად, სავარაუდოდ, „დელტა კონსალტინგი“ გამოცხადდება. კომპანია მერიას ამ კამერების მოვლის მომსახურებას 1 041 788 ლარად სთავაზობს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ტენდერში და მუნიციპალიტეტს 121 ვიდე-სამეთვალყურეო კამერა და სპეციალური პროგრამული ლიცენზია უნდა მიაწოდოს. ასევე ნახეთ თბილისის მერიამ 121 ვიდეო-სამეთველყურეო კამერა იყიდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდანვე ირკვევა, რომ გასულ წელს ბათუმში 410 კამერით ნაკლები იყო დამონტაჟებული. 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 766 IP კამერისა და ავტომობილის 180 ამომცნობის მოვლაზე გამოაცხადა ტენდერი. ...