„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ორგანიზაცია, რომელიც იცავს დაპატიმრებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ინტერესებს, აცხადებს, რომ 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევითაა დანიშნული. უფლებადამცველები ამბობენ, რომ 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სხდომები აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. ამ საქმეებს შორისაა მზია ამაღლობელის საქმეც, თუმცა ამის შესახებ არც თავად დაპატიმრებული ჟურნალისტისა და არც მისი ადვოკატებისათვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია, რაც კანონდარღვევაა: „ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია“, - აცხადებენ საიაში. 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები მართავდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით - „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“, როდესაც პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების დაკავება. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა, ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციაზე, ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი და გაშალა კედელზე. საიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ დროს, სტიკერის გაკვრისას დააკავეს ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელი. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს: „საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაკვრისთანავე და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება, არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად, ამასთან, ამავე კოდექსით არ იკრძალება სტიკერის დროებითი განთავსება ადმინისტრაციულ შენობებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად და ნახატის შესრულებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება". საიაში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის თვითნებური და უკანონო დაკავების შენიღბვის მიზნით პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა, 173-ე მუხლით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნი...