15 თებერვალს რუსეთის არმიამ განაცხადა, რომ დაიკავა სოფელი უკრაინის დონეცკის ოლქის აღმოსავლეთში, საკვანძო ქალაქებთან დამაკავშირებელ გზასთან ახლოს. რუსეთის ჯარი ნელ-ნელა მიწევს წინ ამ არეალში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მან დაიპყრო სოფელი ბერეზივკა, რომელიც პოკროვსკის მნიშვნელოვანი სამთამადნო ცენტრის საკვანძო ქალაქ კოსტიანტინივკასთან დამაკავშირებელ გზასთან. ბრძოლის ველზე მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია ერთ წელზე მეტია წინ მიიწევს აღმოსავლეთ უკრაინაში და ცდილობს, გაწყვიტოს პოკროვსკთან მისასვლელი. ვებსაიტ DeepState-ის თანახმად, რომელიც ახლოსაა უკრაინის არმიასთან, რუსულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს გზაჯვარედინს პოკროვსკსა და კოსტიანტინივკას შორის გზაზე. მოსკოვის წინსვლამ საკვანძო გზის გასწვრივ, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მხრივ პრობლემა შეუქმნა უკრაინის არმიას რეგიონში, მაშინ, როცა ის ცდილობს ეს ცენტრები მოამარაგოს ავტოკოლონების გზით, რომლებიც ხშირად ხდება რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე. მოსკოვის ძალები ასევე უახლოვდებიან კოსტიანტინივკას, რომელიც არის კიდევ ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი, და რომელშიც, 2022 წლის თებერვალში კონფლიქტის დაწყებამდე, 67 000 ადამიანი ცხოვრობდა. ასევე ნახეთ ფრონტზე მძიმე ბრძოლების ფონზე, უკრაინაში რამდენიმე სამხედრო მეთაური დააკავეს ...