სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში მომხდარი ტრაგედია „კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“. სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. „ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში. три ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ასევე ნახეთ ორი ბავშვი დაიღუპა ბათუმში „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე - ისინი წყლით სავსე ჭაში ჩავარდნენ ...