აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა უდავოდ იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ. კელოგმა კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში კიევში და ევროკავშირში გაჩენილი შეშფოთების გამო, რომ აშშ და რუსეთი გამართავენ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს ფაქტის წინ დააყენებენ. „რა თქმა უნდა, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან იქნებიან“, - განაცხადა კელოგმა. მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენლების პირდაპირი მონაწილეობა, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, მოსალოდნელი არ არის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ის ამჟამად აწარმოებს საუბრებს ევროპელ ლიდერებთან და აგროვებს მათ წინადადებებს, რათა მოლაპარაკებების დროს ევროპული ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. მანამდე ევროკავშირის ლიდერებმაც და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები უშუალოდ უნდა იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო მოლაპარაკებებში. თუმცა, ასეთი მოლაპარაკებების ფორმულა ჯერ დადგენილი არ არის. კელოგმა თქვა, რომ რუსეთი და უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებაში, ისევე როგორც აშშ -როგორც შუამავალი. კელოგის თანახმად, მას დაევალა, მოამზადოს ასეთი მოლაპარაკება 180 დღის განმავლობაში. ომი, მისი თქმით, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის თავად ცდილობს იმუშაოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მისი მუშაობის შედეგი რამდენიმე კვირაში ან დღეში გახდეს თვალსაჩინო და არა ექვს თვეში. ეს არის პრეზიდენტი ტრამპის მოთხოვნა, ხაზგასმით აღნიშნა კელოგმა. კელოგმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას ეწვევა უკრაინას. მისი ვიზიტი მოსკოვში არ იგეგმება - მისი თქმით, რუსეთთან კონტაქტებს, დონალდ ტრამპის სახელით, კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი გააგრძელებს. კელოგის თქმით, ამჟამად აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და ზავი თავისთავად არ იქნება უკრაინისთვის წარმატება - წარმატების საზომი იქნება, როგორია გარანტიები ზავის პირობების დარღვევის შემთხვევაში. კელოგის აზრით, რუსეთი, ძალის დაყრდნობით და დანაკარგებზე თვალის დახუჭვით ომში წარმატებას ვერ მიაღწევს. უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოსკოვს დათმობაზე წასვლა დასჭირდება, თქვა მან და სხვათა შორის მან ახსენა შესაძლო ტერიტორიული დათმობები.სავარაუდოდ, საქმე ეხება უკრაინის ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლის დათმობას. ასევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ვაშინგტო...