საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 17 თებერვალს უმასპინძლებს ევროპელი ლიდერების შეხვედრას, რათა განიხილონ სიტუაცია უკრაინაში, განუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 16 თებერვალს რადიო France Inter-ს. ბარომ ეს თქვა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კით კელოგმა განაცხადა, რომ ევროპას არ ექნება ადგილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - მაღალი რანგის მოხელეები - რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას საუდის არაბეთში მომავალ დღეებში დაიწყებენ, განაცხადა აშშ-ის კანონმდებელმა მიუნხენში. ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და დანია, რომელიც წარმოადგენს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს. ასევე ნახეთ აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კელოგი: უკრაინელები ნამდვილად იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროპელები - ნაკლებად სავარაუდოა ...