რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო სწორედ ამ ქარხანაზე, რომლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ილსკის რაიონზე, თუმცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ უხსენებია. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა 12 სახლი, დაშავდა ერთი ადამიანი. 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისშიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ შორის ილსკის საწარმოს, უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთხელ შეუტიეს. განახლება: 17 თებერვალს, შუადღის შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირების საერთაშორისო კომპანიამ, „კასპიის მილსადენების კონსორციუმმა” განაცხადა, რომ ყუბანში, შვიდი დრონით „ტერორისტული დარტყმა” იყო ნავთობის საქაჩ სადგურზე „კროპოტკინსკაია”. შეტევის გამო მან მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის თანახმად, სადგურის თანამშრომლები არ დაშავებულან. რუსული და ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის ეს სადგური მდებარეობს რაიონში კავკაზსკი, რომელიც კრასნოდარის მხარის შემადგენლობაშია. რუსეთის სახელწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, „კროპოტკინსკაია” რუსეთის ტერიტორიაზე კონსორციუმის ყველაზე დიდი საქაჩი სადგურია. დღის პირველი საათისთვის გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულმა წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ უსაფრთხოების სამსახურის და არმიის სპეცოპერაციების ძალებმა დრონებით დაარტყეს ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიას” და ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასევე ნახეთ კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო რაიონებზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 90 უკრაინული დრონი, მათგან 38 - აზოვის ზღვის თავზე, 24 - კრასნოდარის მხარეში, 15 - ყირიმში, 7 - შავი ზღვის თავზე, 2-2 - კურსკის და როსტოვის ოლქებში და 1-1 - ბრიანსკსა და ბელგოროდში. დამოუკიდებელი წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ასევე ნახეთ ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში ჯარების გასაგზავნად სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად ...