„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერია განცხადებაში. три საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს ევროკავშირიც: „რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს“. три 15 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმართება მეორე ტური. პირველ ტურში "კანდიდატებს" შორის ხმები ასე გადანაწილდა: ბადრა გუნბა - 46%; ადგურ არძინბა - 37%; რობერტ არშბა - 7%; ოლეგ ბარციცი - 4%; ადგურ ხურხუმალი - 1%. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება დაგმო საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრომაც. უწყება აცხადებს, რომ ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე ნახეთ ვის სურს ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერობა? ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კანდიდატების შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს "არჩეულმა" ასლან ბჟანიამ. ...