ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა. „USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 1992 წლიდან ეხმარება - სამ ათწლეულზე მეტია, სააგენტო ჩართულია ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში. USAID-ის დაფინანსება საქართველოს მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც. три პარტიის, "გახარია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული. „გიორგი გახარიას ჩასაფრებით და ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფი. მათ განახორციელეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარის და ჩვენი წევრის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები. მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაპროვოცირებელი შეძახილები. როგორც ჩანს, ივანიშვილს კატასტროფულად ეშინია იმის, რასაც გიორგი გახარია მას დაპირდა - ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც“, - თქვა ბექა ლილუაშვილმა. გიორგი გახარია (მარჯვნივ) და ელგუჯა ხოკრიშვილი პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო: „ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება“. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარტია „ქართული ოცნებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს - პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა უთხრა პარლამენტში მყოფ მედიის წარმომადგენლებს „ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს", მისი სიტყვებით მსგავსი ქმედება არასოდეს ყოფილა "ქართული ოცნების" "ხელწერა". თუმცა, მათ ამომრჩევლებშიც შეიძლება იყვნენ ისეთები, ვინც შეიძლება "ასე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება". "კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, როდესაც ჩართული ტელეფონებით აქტივისტები, თითქოსდა გულანთებული მოქალაქეები, მიდიან ხოლმე დეპუტატებთან და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გულანთებული მოქალაქე რატომღაც არის ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, ან რომელიმე ენჯეოს თანამშრომელი. ჩვენ გვყავს მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც", - თქვა მაჭავ...