კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის თავდაცვის გარღვევის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა დმიტრო ლიხოვოიმ. „19 თებერვლის 15 საათის მონაცემებით, კურსკის ოლქში დღის განმავლობაში დაფიქსირებულია 12 საბრძოლო შეტაკება, მათგან სამი ჯერაც გრძელდება, დანარჩენები უკვე მოგერიებულია. ერთ-ერთი უკუგდებული შეტევა, დილის 6 საათზე, იყო რუსეთის ქვედანაყოფების მცდელობა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წაწეულიყვნენ წინ ნიკოლაევო-დარიინო-ჟურავკის მიმართულებით. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა,“ თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაციით, 810-ე ბრიგადამ კურსკის ოლქიდან გაარღვია საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. მისი სიტყვებით, „შეტევა საბრძოლო კონტაქტის მთელს ხაზზე მიმდინარეობს“. ასევე ნახეთ რუსეთის არმიამ წინ წაიწია დონეცკში, კურსკის ოლქში კი დანაკარგით უკან დაიხია ...