კონსერვატიულმა ხალხის პარტიამ (ÖVP) და სოციალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება კოალიციის გარშემო გაფართოვდა და მასში ჩაერთო მომცრო ლიბერალური NEOS (ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი). ლიბერალების შეყვანით კოალიციას პარლამენტში სოლიდური უმრავლესობა ექნება. ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დე ბელენმა პარტიებს კომპრომისისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. სამი პარტიის თავმჯდომარეები გეგმავდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას. მემარჯვენე პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ (FPÖ) არჩევნებში 29 პროცენტი, ანუ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა სახალხო პარტია 26,3 და მესამეზე - სოციალ-დემოკრატიული პარტია 21 პროცენტით. NEOS-მა 9 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიმხრო, ხოლო მწვანეებმა - 8,2 პროცენტი. ÖVP და SPÖ მარტო შეძლებდნენ მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით უმრავლესობის მიღწევას. NEOS-თან ერთად ისინი 183 მანდატიდან 110-ს დაეპატრონებიან. ასევე ნახეთ ავსტრიის კანცლერმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება ...