არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის 21 თებერვლის მონაცემებს აჯამებს. მისი ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში 150-მდე ზარი შევიდა მათ ცხელ ხაზზე და თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. "ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი", - წერს იგი. три ასევე ნახეთ „ხუთი პოლიციელი მიადგა შუაღამისას დედას“ - რატომ მიაქვთ ჯარიმები იქ, სადაც დაჯარიმებულები არ ცხოვრობენ? ასევე ნახეთ გელა ხასაია დღეს სამჯერ დააჯარიმეს - ჯამში 14 500 ლარით პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, „ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის" აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. ასევე ნახეთ „თუ ჟურნალისტი ხარ, სასამართლოში დაამტკიცე“ - გზის გადაკეტვისთვის ჟურნალისტებსაც აჯარიმებენ უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან. ...