თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა კითხვაზე, აპირებს თუ არა მოსკოვში 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, განაცხადა: „არა, არ ვაპირებ“. მანამდე ფრანგული გამოცემა Le Point-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი გეგმავდა მოსკოვში 9 მაისისთვის გამგზავრებას, რასაც იქ მისი და პუტინის მოლაპარაკებები მოჰყვებოდა. ცნობა ტრამპის შესაძლო გამგზავრების შესახებ უარყო კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე და თქვა, რომ ასეთი ვიზიტი დაგეგმილი არ არის. მიმდინარე კვირაში ფლორიდაში პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაიმართება პუტინთან შეხვედრა. მარკო რუბიომ კი თქვა, რომ ჯერ თარიღი დაზუსტებული არ არის. 15 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურვილია, ტრამპი 9 მაისს წითელ მოედანზე სპექტაკლში რეკვიზიტად გამოიყენოს. პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2019 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპს ნათვამი აქვს, რომ „სიამოვნებით დაესწრებოდა“ მოსკოვში სამხედრო აღლუმს. ის მიწვეულიც იყო, თუმცა საბოლოოდ მიწვევა არ მიუღია. ასევე ნახეთ ზელენსკი ტრამპის სამიზნედ - რატომ დაიძაბა უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების ურთიერთობა? ასევე ნახეთ რუბიო-ლავროვის შეხვედრა უკრაინის ომთან დაკავშირებით - რას მივაქციოთ ყურადღება ასევე ნახეთ რას ნიშნავს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა ჩინეთისთვის ...