პოლონური მედიის ცნობით, პარასკევს, გვიან ღამით, ვარშავაში, კონსტიტუციის მოედნის სიახლოვეს ქართულ რესტორანში დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც ქუჩაში გაგრძელდა. გამოცემა Miejski Reporter-ის თანახმად, ინციდენტში სულ რვა ადამიანი მონაწილეობდა. როგორც რადიო თავისუფლებას რესტორანში უთხრეს, ინციდენტში მონაწილე პირებს კავშირი არ ჰქონიათ რესტორანთან და უბრალოდ კლიენტები იყვნენ. три პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში რესტორნის გარეთ ჩხუბის შესახებ შეტყობინება შუაღამემდე მცირე ხნით ადრე შევიდა. მედიის ცნობით, ჩხუბისას მამაკაცებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, „კრიმინალური დაჯგუფების წევრები“ იყვნენ, ცივი იარაღი, დანა გამოიყენეს. პოლიციის თანახმად, პირველადი ცნობებით, ინციდენტისას დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი, 31 წლის მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან, ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული. три პოლონური მედიის ცნობითვე, დანარჩენი ორი ადამიანი დაჭრილია, თუმცა მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ. გამოძიება გრძელდება მკვლელობისა და თავდასხმის მუხლებით. პოლონური მედია Polsat News ამ ინციდენტის შემდეგ იხსენებს ოფიციალური პირების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იაჩეკ დობჟინსკიმ 2025 წლის 8 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ პოლონეთის პოლიციის 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს საქართველოს 1895 მოქალაქე, რომელთაგან 136 დააპატიმრეს. ჯამში, მისი ცნობით, პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში 2024 წლის ბოლოსთვის მოთავსებული იყო საქართველოს 322 მოქალაქე. ამასთან, 2024 წელსვე პოლონეთიდან გააძევეს საქართველოს 2589 მოქალაქე. три ...