რომის პაპი, 88 წლის, ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით. უახლესი ცნობებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია ხანგრძლივი სუნთქვითი კრიზისის შემდეგ. BBC ოფიციალურ ვატიკანზე დაყრდნობით წერს, რომ რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კვლავ "კრიტიკულია" და "უფრო ცუდად არის, ვიდრე გუშინ"იყო. მას სისხლის გადაუსხეს. სისხლის გადასხმა საჭიროდ ჩათვალეს თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო, რომელიც დაკავშირებულია ანემიასთან, განაცხადა ვატიკანმა. ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ 88 წლის მოხუცი ფხიზლადაა, შეუძლია სავარძელში ჯდომა, მაგრამ ჟანგბადის "მაღალ ნაკადს" საჭიროებს. BBC-ის ცნობით, რომის პაპმა თავად ითხოვა გახსნილობა მისი ჯანმრთელობის შესახებ, ამიტომ ვატიკანმა ყოველდღიური განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო. პაპი პირველად საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვის გაძნელება ჰქონდა. ის განსაკუთრებით მიდრეკილია ფილტვის ინფექციებისადმი პლევრიტის განვითარების გამო - ფილტვების ირგვლივ ანთება - ზრდასრულ ასაკში და 21 წლის ასაკში. მისი ერთ-ერთი ფილტვის ნაწილი ამოღებულია. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობის 12 წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის 2023 წლის მარტში, როდესაც ბრონქიტით საავადმყოფოში სამი ღამე გაატარა. ...