მეოთხე დღეა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ გუდაურამდე ასვლა შესაძლებელია, შემდეგ კი სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი რადიო თავისუფლებს უთხრეს, რომ მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია. „როგორც კი მოხსნიან გეოლოგიური სამსახურები გზავსაშიშროების რეჟიმს, მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, - აცხადებენ უწყებაში. დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთებზე: სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე და გრიგოლეთი-სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ასევე ნახეთ უამინდობისა და დიდი თოვლის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120(აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ...